გიგლა ალექსანდრეს ძე აბრამია აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 ბატალიონში, რიგითად.
თავდაუზოგავად იცავდა მშობლიურ კუთხეს, თვეების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ფრონტის წინა ხაზზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. მამაცი და თავდადებული მეომარი, თანამებრძოლებთან ერთად მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მტერს.
გიგლა აბრამია 1993 წლის 27 სექტემბერს მშობლიურ ქალაქზე შტურმის დროს დროულად დაიღუპა.