სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ადამ გვიჩიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ადამ გვიჩიანი დაიბადა  1964 წელს ქალაქ სოხუმში. დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა. გატაცებული იყო სპორტით, კერძოდ, ძიუდოთი. იყო ძიუდოისტთა კლუბის წევრი.

1982-1985 წლებში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური ქალაქ სევასტოპოლის საზღვაო ფლოტში. 1964 წელს ჩაირიცხა ქალაქ ლვოვის სატყეო-ტექნიკურ უნივერსიტეტში. მალევე დაოჯახდა და ქალაქ ლვოვში დამკვიდრდა.  1992 წელს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ადამი სამშობლოში დაბრუნდა და თანასოფლელების მებრძოლთა ჯგუფს, მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულს შეუერთდა.

ადამ გვიჩიანი კომანი-ამზარის ხიდთან განთავსებულ მეორე საგუშაგოზე მორიგეობდა შვიდკაციან ჯგუფთან ერთად. 1993 წლის 5 ივლისს, მტრის მორიგი შემოტევის დროს ორი მათგანი დაიჭრა. ადამმა ყველა მისი  თანამებრძოლი სამშვიდობოს გაიყვანა, თვითონ კი უკან დაბრუნდა და მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ადამ გვიჩიანს, სიკვდილის შემდეგ, მიენიჭა ვახტანგ გორგასლის   I ხარისხის ორდენი.

 

error: Content is protected !!