აკაკი მანაგაძე დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ არადუში. დაამთავრა არადუს საშუალო სკოლა.სწავლობდა ქუთაისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
აკაკი მანაგაძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 243-ე ბატალიონში.
აკაკი მანაგაძე დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს სოფელ არადუსთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.