სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ალბერტ სერგოს ძე მურადოვი

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი

ალბერტ სერგოს ძე მურადოვი დაიბადა 1965 წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისში.

1971-1980 წლიბში სწავლობდა ქ. თბილისის 145-ე საშუალო სკოლაში.  1983 წელს მუშაობა დაიწყო სახელმწიფო ჟურნალ-გაზეთების ექსპედიტორად.

1984-1986 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიაში. 1986 წლიდან მუშაობა გააგრძელა სახელმწიფო ჟურნალ-გაზეთების ექსპედიტორად. 1990 წლიდან მუშაოდა საწარმოო გაერთიანება ,,ინსტრუმენტმშენში”. 1992 წლიდან მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროს რადიო-სალოკაციო სადგურში ტექნიკოსად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში ავიაკატასროფის დროს.

დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს  პრეზიდენტის   განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის , ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ალბერტ მურადოვი სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ   გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!