ალექსანდრე აკობიძე დაიბადა 1956 წლის 15 მაისს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
ალექსანდრე აკობიძე, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში რიგით მებრძოლად და თავგანწირულად იბრძოდა ტამიშთან, მერკულასთან…
საბედისწერო გამოდგა მისთვის 1993 წლის 3 იანვარი. აფხაზი სეპარატისტების მორიგი შემოტევისას – სოფელ ცაგერასთან, ყუმბარმტყორცნის ჭურვის აფეთქების შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ცხედარი ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა გადმოასვენეს.
კეთილი,სათნო,მეგობრებისა და ახლობლების გვერდში მდგომი,ბრძოლაში კი ნამდვილი ვაჟკაცი – ასე ახასიათებდნენ ალექსანდრეს თანამებრძოლები.
სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ალექსანდრე აკობიძე ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან.