ალექსანდრე ალექსანდრეს ძე დოლიძე დაიბადა 1966 წლის 2 იანვარს ქალაქ სოხუმში.
დაამთავრა სოხუმის მე-5 საშუალო სკოლა. შემდეგ უმაღლესი სასწავლებელი. ომამდე მუშაობდა სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკაში.
1992 წლის 10 იანვარს ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მოტო მექანიზირებული ბრიგადის საკომენდანტო ასეულში.
ალექსანდრე დოლიძე 1993 წლის 17 იანვარს მდინარე გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.