სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ალექსანდრე გიორგის ძე რეხვიაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ალექსანდრე  გიორგის ძე რეხვიაშვილი  დაიბადა  1965  წლის  18  აგვისტოს  ოჩამჩირის რაიონის  სოფელ  მერკულაში.

აფხაზეთში  ომის  დაწყებისთანავე  ალექსანდრე  რეხვიაშვილი  ჩადგა  მამულის დამცველთა  სიაში. ის ირიცხებოდა საქართველოს  რესპუბლიკის  მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე ბრიგადის  243-ე  ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში. აქტიურად  მონაწილეობდა საბრძოლო  ოპერაციებში,რასაც  მისი  ბატალიონი  ანხორციელებდა. მას  ფრონტელი მეგობრები ახასიათებდნენ,როგორც  უშიშარ  და  საუკეთესო  მებრძოლს.

1993  წლის  27  თებერვალს მერკულაში  მიმდინარე სამხედრო ოპერაციის  დროს  ალექსანდრე  რეხვიაშვილი  გმირულად  დაიღუპა.

საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ალექსანდრე  რეხვიაშვილი, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  I  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!