ალექსანდრე (საშა) ილიას ძე ბებია დაიბადა 1953 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ,მიიღო უმაღლესი განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,1992 წლის 17 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ტამიშისა და ცხენისწყლის მიმართულებით განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში. მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა,თანამებრძოლებს შორის ნდობით და ავტორიტეტით სარგებლობდა.
1993 წლის 10 ივნისს,სოფელ კოჩარის განსათავისუფლებლად მიმდინარე საბრძოლო ოპერაციის დროს, ალექსანდრე ბებია ნაღმზე აფეთქდა.