სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე  დაიბადა 1945 წლის 17 ნოემბერს სოხუმის რაიონში. დაამთავრა სოფელ ბესლეთის საშუალო სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ბესლეთის სანერგე მეურნეობაში, მძღოლად.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ალექსანდრე ბერიძე ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 23-ე ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირადი შემადგენლობაში.

1993 წლის 16 მარტს, სოფელ აჩადარასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების  დროს, ალექსანდრე ბებია სასიკვდილოდ დაიჭრა.

ალექსანდრე ბერიძე დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ბესლეთში.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ალექსანდრე (ვაჟა) ბერიძე  სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!