სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ალექსი ივანეს ძე თოდუა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ალექსი ივანეს ძე თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 მაისს რუსეთში, ქალაქ ჩელიაბინსკში. 1970 წელს თოდუების ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1972 წლის  სექტემბერში სწავლა დაიწყო გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის რუსულ საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ გადავიდა სოფელ აგუძერის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩააბარა ქ. კიროვოგრადის საავიაციო სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობდა სოხუმის აეროპორტში საჰაერო მეთვალყურედ. ხოლო 1991 წელს სწავლა გააგრძელა სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) საავიაციო აკადემიაში.

მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ალექსი თოდუა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე  ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში.

ალექსი თოდუა 1993 წლის  7 იანვარს, მდიანარე გუმისთაზე, სოფელ ქვემო ეშერასთნ  პოზიციური ბრძოლების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.

ალექსი თოდუას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.

error: Content is protected !!