ალექსი ვალერიანის ძე ქვილითაია დაიბადა 1934 წლის 14 დეკემბერს. ცხოვრობდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ალექსი ქვილითაია 1992 წლის სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის, მე-5 ბატალიონში მოხალისედ. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში.
ალექსი ქვილითაია დაიღუპა 1993 წლის 24 აპრილს, მტრის მიერ მდინარე კოდორის ხეობის მიდამოებში საავიაციო დაბომბვის დროს, დაკრძალულია გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში.