ამირან ალექსანდრეს ძე გვენეტაძე დაიბადა 1963 წლის 20 აპრილს ქალაქ სოხუმში.
რიგითი ამირან გვენეტაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის დივიზიონის საკომენდატო ოცეულში მსროლელად.
ამირან გვენეტაძე დაიღუპა ქალაქ სოხუმში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს.