სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი

კატეგორია: II საარმიო კორპუსი

ამირან ნიკოლოზის ძე მეგრელიშვილი დაიბადა 1952 წლის  22 აგვისტოს გულრიფშის  რაიონის დაბა დრანდში. დაამთავრა დრანდის საშუალო სკოლა. მუშაობდა დრანდის სამშენებლო ორგანიზაციაში.

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ,მოხალისედ ირიცხებოდა  საქართველოს თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  ცალკეული  მატერიალური  უზრუნველყოფის ბატალიონში.

ზემდეგი ამირან მეგრელიშვილი  მონაწილეობდა  მდინარე  კოდორის ხიდის  მიმართულებით განხორციელებულ  საომარ მოქმედებებში . ერთ-ერთი  ოპერაციის დროს, 1993 წლის 30 სექტემბერს ამირან მეგრელიშვილი  გმირულად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ აჩადარას სასაფლაოზე.

ამირან მეგრელიშვილს დარჩა მეუღლე და შვილები.

error: Content is protected !!