სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ამირან პეტრეს ძე ნადარეიშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 243-ე ბატალიონი

ამირან  პეტრეს  ძე  ნადარეიშვილი  დაიბადა  1950  წლის  21  ოქტომბერს  ოჩამჩირის  რაიონის სოფელ  მერკულაში.

დაამთავრა  ოჩამჩირის  რაიონის  ტამიშის  საშუალო  სკოლა,შემდეგ სოხუმის ინდუსტრიული  ტექნიკუმი. იყო  კვალიფიციური, წარმატებული  სპეციალისტი.

  ლეიტენანტი  ამირან  ნადარეიშვილი აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების დროს, 1992 წლის  დეკემბრიდან  ირიცხებოდა  24-ე  ბრიგადის  244-ე  ბატალიონის  მეთაურის  მოადგილედ შეიარაღების  დარგში.

   ამირან  ნადარეიშვილი  აქტიურად  მოანაწილეობდა  ქალაქ  ტყვარჩელისა  და  სოფელ ტამიშის  მიმართულებით  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციებში. განსაკუთრებული  თავდადება  გამოიჩინა  სოფელ  მერკულას  მისადგომებთან  მტრის  მასიური  შემოტევის დროს.

    1993  წლის  20  თებერვალს  სოფელ  მერკულასთან  ლეიტენანტის ოცეულმა  მტერი უკუაგდო  და მის  ტერიტორიაზე  შეიჭრა,თუმცა  ამირან  ნადარეიშვილი  სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი  ცხედარი  მხოლოდ  ერთი  კვირის  შემდეგ  გამოასვენეს  საბრძოლო პოზიციიდან,დაკრძალულია  სოფელ მერკულაში.

  ამირან  ნადარეიშვილს  დარჩა  მეუღლე  და შვილი.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩნილი  გმირობის,ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის ლეიტენანტი ამირან  პეტრეს  ძე  ნადარეიშვილი,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.

error: Content is protected !!