ამირან შალვას ძე ორმოცაძე დაიბადა 1940 წლის 6 ივნისს ვანის რაიონში. 1947 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადმოვიდა. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. ომის დაწყებამდე მუშაობდა კოჩარის სოფლის საბჭოში სამხედრო მაგიდის უფროსად.
ამირან ორმოცაძე აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.
1993 წლის 4 იანვარს სოფელ ლაბრასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ამირან ორმოცაძე გმირულად დაიღუპა.
ამირან ორმოცაძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.