სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ამირან შოთას ძე ბობოხიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-6 ბატალიონი

ამირან შოთას ძე ბობოხიძე დაიბადა 1971 წლის 12 მაისს ქალაქ სოხუმში. მე-12 სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში.  სამხედრო სამსახური გაიარა ქალაქ ბრესტის სადესანტო ბრიგადაში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე  სწავლა განაგრძო. აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს  გულანთებული ვაჟკაცი გულგრილი არ დარჩა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ და მეგობრებთან ერთად  დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1993 წლის 16 სექტემბერს ტატო მოხალისედ ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის 1-ლ ასეულში.  იგი უშიშრად იბრძოდა მდინარე გუმისთისპირას, ქვემოეშერაში ბატალიონის საბრძოლო პოზიციებზე, მომხდური მტრის შემოტევების მოგერიებისას. საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის 18 სექტემბერი. მტრის მიერ გამოსროლილი ჭურვის აფეთქების შედეგად ტატო სასიკვდილოდ დაიჭრა ბრძოლის ველზე.

    

მახსოვს შენი პირველი ნაბიჯები, შემდეგ, სიჭაბუკე, ყმაწვილკაცობა, პირველი სიყვარული… თვალისდახამხამებაში გაირბინა ხანმოკლე სიცოცხლისოცდაერთმა წელმა 18 სექტემბრის სისხლიანი დილა საბედისწერო აღმოჩნდა შენთვის… სამშობლოსათვის თავდადებულთა უკვდავ ხსოვნაში ჰპოვე მარადისობა.ვერ მოგიტანე საფლავზე ვარდები, ვერ იპოვა სულმა სიმშვიდეფოტოც არ დამრჩა შენი შვილო.

ღვთისმშობელო ნუ მოაკლებ შენს მფარველობას ბობოხიძეების ოჯახს, ამქვეყნიური სიკეთე არ მოშლოდეს მისი გვარისა და სახელის გამგრძელებელთ.

უფალო შენ გააძლიერე და გადაარჩინე საქართველო“.

                                                                                       გულმკვდარი ტატოს დედის ჩანაწერებიდან.

 

error: Content is protected !!