ანატოლი ნიკოლოზის ძე სალაყაია დაიბადა 1949 წლის 7 მაისს ქალაქ ტყვარჩელში.
ოჩამჩირის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა აჩიგვარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. მოგვიანებით დაამთავრა ქალაქ როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტი. მუშაობდა კინდღის მეფრინველეობის ფაბრიკაში მთავარ მექანიკოსად.
ანატოლი სალაყაია 1993 წლის 10 მაისიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ განხორციელებულ საბრძოლო მოქმედებებში ბესლახუბა-ფოქვეშს შორის გამავალ ბრძოლის ხაზზე.
ანატოლი სალაყაია 1993 წლის 27 სექტემბერს სოფელ არადუსთან ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.