ანზორ ივანეს ძე ცატავა დაიბადა 1957 წლის 16 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში. დაამთავრა გულრიფშის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში ომის დაწყების პირველივე დღიდან ანზორი მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. 1992 წლის 20 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის II-ასეულში.
1992 წლის 5 ნოემბერს ანზორი დაიღუპა მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციაზე მდინარე გუმისთის პირას (სოფელ ქვემო ეშერასთან) პოზიციური ბრძოლის დროს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ანზორ ცატავა, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.