არჩილ ოთარის ძე ცხვირავაშვილი დაიბადა 1958 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, არჩილ ცხვირავაშვილი 1992 წლის 11 დეკემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 242-ე ბატალიონის რიგებში. აქტიურად მონაწილეობდა 24-ე მექანიზირებული ბრიგადის მიერ ოჩამჩირის რაიონში განხორციელებულ საომარ მოქმედებებში.
1993 წლის 5 მარტს, მტრის მორიგ შემოტევას სოფელ ცაგერაზე, მედგრად დაუხვდა მე-2 ოცეული,თუმცა სანგარში აფეთქებული ყუმბარმტყორცნის ჭურვი სასიკვდილო აღმოჩნდა არჩილ ცხვირავაშვილისთვის.
არჩილ ცხვირავაშვილი დაკრძალულია ქალაქ ოჩამჩირეში.