სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

არიელ ანთუყვის ძე პაკელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ტარიელ ანთუყვის ძე პაკელიანი დაიბადა 1928 წელს, გულრიფშის რაიონის სოფელ გვანდრაში.  სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ჩიტაში.

ფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ტარიელი ქვეყნის სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“. ნადირობაში განთქმული და კარგი მსროლელი ვაჟკაცი ახალგაზრდების გვერდით იბრძოდა და პოზიციებს იცავდა.

1993 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ღამეს, ლათა-ბაგადასთან, მტრის მიერ განხორციელებული შემოტევის დროს, ბრძოლაში ვაჟკაცურად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ტარიელ პაკელიანი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

error: Content is protected !!