სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ასტამურ ძუკუს ძე ფანცულაია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 242-ე ბატალიონი

ასტამურ  ძუკუს  ძე  ფანცულაია   დაიბადა  1943  წლის  1  აგვისტოს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში.

1961  წელს  დაამთავრა  ამავე  სოფლის   საშუალო  სკოლა.  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური მოიხადა  გერმანიაში.  დემობილიზაციის  შემდეგ  სწავლა  განაგრძო  საქართველოს  პოლიტექნიკურ  ინსტიტუტში.  სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ  მუშაობდა  ქალაქ  ოჩამჩირის  ტექნიკური  ბიუროს  უფროსად.  1971  წელს  საცხოვრებლად   გადავიდა  ქალაქ  ტყვარჩელში.

აფხაზეთსი  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს,  1992  წლის  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  242-ე   ბატალიონში.

ასტამურ  ფანცულაია  დაიღუპა  1993  წლის  16  იანვარს, სოფელ  კოჩარაში  მიმდინარე  საბრძოლო  ოპერაციის  დროს.

ასტამურ  ფანცულაიას   დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

error: Content is protected !!