სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ავერიონ გიორბელიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, სოხუმის რაიონში, სოფელ თავისუფლებაში მცხოვრები 26 წლის ნუგზარი და მისი 54 წლის მამა – ავერიონ გიორბელიძე მოხალისეებად ჩაეწერნენ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული  ბრიგადის მე-8 ბატალიონის პირველ ასეულში.

ავერიონ გიორბელიძე დაიბადა 1939 წელს ცაგერის რაიონში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქალაქ სოხუმში – სახანძრო სამსახურში. 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ თავისუფლებაზე აფხაზი ბოევიკების შემოტევის დროს ავერიონ გიორბელიძე ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

error: Content is protected !!