სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ავთანდილ დავითის ძე კუპრაშვილი

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ავთანდილ  დავითის  ძე  კუპრაშვილი  დაიბადა  1975  წლის  15  თებერვალს.

დაამთავრა  ქალაქ  ოჩამჩირის  პირველი  საშუალო  სკოლა. სრულიად  ახალგაზრდა,  ჩვიდმეტი  წლის  ავთანდილი, ვალდებული   გახდა  სამშობლოს  დასაცავად  საომარ  მოქმედებებში  ჩაბმულიყო.

ავთანდილ  კუპრაშვილი   ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2   საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე   ბატალიონის  პირადი  შემადგენლობის  რიგებში,მსროლელად.

1992  წლის  26  სექტემბერს  მოწინააღმდეგემ  სოფელ  ილორის  ტერიტორიაზე  შეიარაღებული  დესანტი  გადმოსხა. ავთანდილი   ამ  დროს  ღალიძიგის  საგუშაგო  პოსტზე  მორიგეობდა  და  მეთაურის  მითითებებს  ასრულებდა.. დესანტის მასირებული  შემოტევა  რამდენიმე  საათს  გაგრძელდა.  ჭურვის  აფეთქება  საბედისწერო  აღმოჩნდა   ავთანდილისთვის  , ბიჭი  სასიკვდილოდ  დაიჭრა  და  ადგილზე დაიღუპა.

 

error: Content is protected !!