ავთანდილ გუძულის ძე ქარდავა დაიბადა 1953 წელს სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ ქარდავა 1992 წლის ოქტომბრიდან ირიცხებოდა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის პირველი ბატალიონის მე-2 ასეულში რიგით მებრძოლად. ასრულებდა რთულ და სარისკო საბრძოლო დავალებებს. თანამებრძოლებს შორის ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა.
ამირან ქარდავა დაიღუპა 1993 წლის 22 ივლისს, ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულებისას, სოფელ შრომაში მიმდინარე პოზიციური ბრძოლის დროს.