ავთანდილ გუშერის ძე კოპალიანი დაიბადა 1966 წლის 21 აგვისტოს ქალაქ ოჩამჩირეში.
დაამთავრა სოფელ არადუს საშუალო სკოლა. მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური. დემობილიზაციის შემდეგ დაოჯახდა.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, 1992 წლის 15 სექტემბრიდან ირიცხებოდა საქარტველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის მე-4 ბატალიონში, ხოლო შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 240-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში.
ავთანდილ კოპალიანი აქტიურად მონაწილეობდა არადუს,ცაგერას,ტამიშის ბესლახუბას დასაცავად წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 26 დეკემბერს, ბატალიონის მიერ ტყვარჩელის მიმართულებით , სოფელ ფოქვეშის მისადგომებთან განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების დროს, ავთანდილ კოპალიანი მძიმედ დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.
ავთანდილ კოპალიანი დაკრძალულია სოფელ არადუში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ავთანდილ კოპალიანი , სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.