ავთანდილ ჯემალის ძე გიორბელიძე დაიბადა 1974 წლის 11იანვარს ქალაქ ოჩამჩირეში. 1998 წელს დაამთავრა სოფელ ახალდაბის პირველი საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედების დროს ავთანდილ გიორბელიძე, როგორც წვევამდელი,ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, 23-ემექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულის პირად შემადგენლობაში.
18 წლის ახალგაზრდა გმირულად იცავდა მშობლიური ახალდაბის საბრძოლო მონაკვეთებს.
1993 წლის 19 სექტემბერს, სოფელ ახალდაბაზე მასშტაბური შემოტევის დროს, ავთანდილ გიორბელიძე მედგრად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ და გმირულად დაიღუპა. მისი ცხედარი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.