სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი
ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი დაიბადა 1965 წლის 20 აგვისტოს  გულრიფშის რაიონის სოფ. ბუძუგურში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო უმაღლესი განათლება.
ყოფილი სარაკეტო – სატანკო პოლკის სერჟანტმა ავთანდილმა მეგობრებთან ერთად ფიცი დადო სამშობლოს ერთგულებაზე და ჩაირიცხა სასაზღვრო რაზმი ,,სოხუმი“-ს კომენდატურა ,,აჟარა“-ს საგუშაგო ,,აძგარა“-ს ასეულის მეთაურად. ავთო თავისი ჯგუფით მედგრად იცავდა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ უღელტეხილებს ,,მარუხს”, ,,აგესს” და ,,ნაურს”.
1992 წლის 23 დეკემბერს ავთანდილი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის  მეორე ასეულში.
თავზე ხელაღებული ,,სნაიპერი“ სეპარატისტთა  ,,ბოევიკებს“ რისხვად ევლინებოდა იქ, სადაც არ ელოდნენ.
სოხუმის დაცემის შემდეგ ისევ ჩადგა ხეობის დამცველთა რიგებში. ბატალიონ ,,მონადირის“ მეთაურმა ემზარ კვიციანმა, ავთოს ჩააბარა ბაგადის გვირაბების დაცვა. მან პირნათლად შეასრულა დავალება. 3 დღე-ღამე უმკლავდებოდა შვიდი მებრძოლით 2000 მომხდურს მტრის ტანკით, რომელიც ჩაიგდო ხელში.
მაშველი ძალის მოსვლის შემდეგ უკუ-აგდეს მტერი 19 ნოემბერს, ტანკი რემონტზე წაიყვანეს ჩხალთაში, 24 ნოემბერს მტერმა გვირაბები ხელში ჩაიგდო.  ისევ გაჩაღდა სისხლის მღვრელი ბრძოლა. მტერი ბაგადის მისადგომებთან შეჩერებული იქნა 27 ნოემბერს. ამ ბრძოლაში გმირის სიკვდილით დაეცა ავთანდილ სტეფლიანი სხვა მებრძოლებთან ერთად.  თავდადებულმა თანამებრძოლებმა მტრის მასიური ცეცხლის ქვეშ მოახერხეს დაღუპულ მებრძოლთა გადმოსვენება.
დაკრძალულია სოფ. ბუძუგურში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ მაქსიმეს ძე სტეფლიანი  სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
error: Content is protected !!