ავთანდილ ომარის ძე ლემონჯავა დაიბადა 1954 წლის 24 მაისს ქალაქ ოჩამჩირეში. დრანდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სასწავლებელი.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992 წლის 1 ნოემბრიდან აფხაზეთის ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23- ე ბრიგადის მე-5 ბატალიონში. გონიერი, მამაცი მეომარი წესდების მოთხოვნათა სრული შესაბამისობით მოქმედებდა. 1992 წლის 3 დეკემბერს, ფრონტის წინა ხაზზე ათარა აფხაზსკაიაში ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს სნაიპერის ტყვია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ავთანდილ ლემონჯავა გარდაიცვალა 1993 წლის 3 დეკემბერს. დაკრძალულია სოფელ დრანდაში.