ავთანდილ ფრიდონის ძე დადვანი დაიბადა 1957 წლის 14 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში. დაამთავრა კოჩარის საშუალო სკოლა. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის №31 საავიაციო ქარხანაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში პირველივე დღიდან ჩაება. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის „შავნაბადას“ ბატალიონში – მზვერავად. შემდეგ ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში.მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. გამოირჩეოდა სიმამაცითა და მოვალეობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით. მეთაურთა დავალებებს და ბრძანებებს დროულად და გულმოდგინედ ასრულებდა.
ავთანდილ დადვანი დაიღუპა 1992 წლის 9 სექტემბერს ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს.