აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ავთანდილ შოთას ძე სილაგაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონის მე-2 ასეულში რიგითად.
ავთანდილ სილაგაძე მონაწილეობდა სოფლების _ ზედა-კინდღის, ტამიშის, ანუარხუს მიდამოებში წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში.
1992 წლის 23 დეკემბერს ს. მაისურაძეს, თ. გიორგობიანს, კვირიკაშვილს, ჯ. გიორგობიანს, გ. სილაგაძეს და ა. სილაგაძეს მებრძოლ ბიჭებთან ტყვია-წამალი და სურსათიმი ჰქონდათ, ტრაქტორმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე გადაიარა და აფეთქდა. ადგილზე გარდაიცვალა ა. სილაგაძე, თ. გიორგობიანი და ჯ. კვირიკავშილი. დანარჩენები მსუბუქად დაიჭრნენ. დაღუპულთა ცხედრები მეომრებმა გადმოასვენეს და დაკრძალეს სოფელ ახალ კინდღში.
ავთანდილ სილაგაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.