სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, ბატალიონი "მონადირე"
Location: აფხაზეთი

ავთანდილ (ტელმან) გრიშას ძე კვიციანი დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ აჟარაში. დაამთავრა აჟარის საშუალო სკოლა. ავთანდილ კვიციანი ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.

1993 წლის 1 იანვარს სოფელ ტამიშთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს ავთანდილ კვიციანი გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ კვიციანი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

error: Content is protected !!