ავთანდილ ვალერიანის ძე დაჩიბერიძე დაიბადა 1973 წლის 14 აგვისტოს ამბროლაურის რ-ნი, სოფ. გოგოლეთში. 1990 წელს დაამთავრა ქუთაისის 36-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.
ზემდეგი დაჩიბერიძე ავთანდილ ვალერიანეს ძე მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მე-2 ბატარეის მე-2 ოცეულში. ზემდეგ ა. ვ. დაჩიბერიძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენიტოსაარტილერიო დივიზიონის მიერ ჩატარებულ ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. საბრძოლო დავალებების შესრულების დროს გამოირჩეოდა მამაცობითა და პატრიოტიზმით.
1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის დროს.
დაკრძალულია სოფ. ბაბუშერას სასაფლაოზე 84-ე ნომრად. დარჩა ერთი შვილი გიორგი დაჩიბერიძე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის , ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ავთანდილ დაჩიბერიძე სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.