ავთანდილ ვაწაძე დაიბადა 1962 წლის 15 თებერვალს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში. 1980 წელს დაამთავრა კინდღის საშუალო სკოლა. 1981 წელს ჩაირიცხა სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშის ტექნიკურ სასწავლებელში. სავალდებულო-სამხედრო სამსახური მოიხადა ლენინგრადში. 1986 წლიდან მუშაობდა ქალაქ სოხუმის შსს-ში.
1993 წლის 11 იანვრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
1993 წლის 20 სექტემბერს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს, ვაჟკაცურად დაიღუპა. დაკრძალულია სოფელ ახალ კინდღში.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავდადებისათვის ავთანდილ ვაწაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.