ავთანდილ ვლადიმერის ძე გოგინავა დაიბადა გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, უშიშარი ვაჟკაცი უკიდურესად შეაშფოთა აფხაზეთში საომარი მოქმდებების დაწყებამ და ყოველგვარი ფიქრის გარეშე სამხედრო შტაბში გამოცხადდა. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 მოტომსროლელ ბატალიონში, სადაც ხელმძღვანელობისა და თანამებრძოლების მხრიდან უდიდესი ნდობითა და ავტორიტეტით სატგებლობდა.
ავთანდილ გოგინავამ და მისმა მეგობრებმა ხანგრძლივი და ხიფათით სავსე საბრძოლო გზა გაიარეს. მისი სიცოცხლე 1993 წელს, სოხუმის მისადგომებთან გამართულ ერთ-ერთ საბრძოლო ოპერაციას შეეწირა.