აზრეთ არარატის ძე გიგანი დაიბადა 1945 წელს გულრიფშის რაიონში.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბატალიონში გაწევრიანდა. მონაწილეობდა ყვალა გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ბრძოლაში. მეხუთე ბატალიონის წევრების მიერ გამოჩენილი თავგანწირვა
ჭეშმარიტი მაგალითია ქართველი კაცის შინაგანი გაუტეხელი ბუნებისა.
აზრეთ გიგანმა განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა კოდორის ხიდთან გამართულ ბრძოლაში, ბოლომდე დაიხარჯა, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძოლა და გმირულად დაიღუპა.