ბადრი ლეთოდიანი 1973 წლის 8 სექტემბერს გულრიფშის რაიონში (სოფელი ოქტომბერი) დაიბადა. აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან ეროვნული გვარდიის რიგებში იბრძოდა.
ბადრი ლეთოდიანი 1993 წლის 19 სექტემბერს სოხუმში, გუმისთის მისადგომებთან მტრის მორიგი შემოტევის დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მეგობრებმა ვერ შეძლეს ბადრის ცხედრის გადმოსვენება. მტერი წინ მოიწევდა, ქართველებმა აჩადარა დატოვეს… მურმანი გამოექცა მეგობრებს ძმის ცხედრის გამოსატანად. ამ დღის შემდეგ არავინ იცის მისი სამყოფელიც. ომის სისასტიკე…. ორი ძმა, ორ დღეში _ ერთი ოჯახიდან…
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი ლეთოდიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის.