სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-8 ბატალიონი

ბადრი ლევანის ძე ხვედელიძე დაიბადა 1954 წლის 25 მაისს ჭიათურის რაიონის სოფელ წირქვალში. სწავლობდა ქუთაისის საქონელთმცოდნეობის და ვაჭრობის ტექნიკუმში. პარალელურად მისდევდა სპორტს, კერძოდ ძიუდოს.  იყო არაერთი პრიზის მფლობელი. 1972 წელს, ბადრი ისევ დაბრუნდა ჭიათურაში და მუშაობდა რაიკავშირის მომარაგების საწყობში. სპორტთან კავშირი არ გაუწყვეტია. თანრიგოსანი ძიუდოისტი, წვრთნიდა ბავშვებს. 1980 წელს, ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად  სოხუმში გადავიდა. მუშაობა განაგრძო ამიერკავკასიის სამშენებლო ტრესტში.

აფხაზეთში მიმდინარე ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ბადრი ხვედელიძე 1992 წლიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის  სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-8 ბატალიონის მე-2 („ბაგრატიონის“) ასეულის შემადგენლობაში.

ბადრი ხვედელიძე დაიღუპა 1993 წლის 17 იანვარს ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კვიტოულთან.

ბადრი ხვედელიძეს დარჩა მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბადრი ხვედელიძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

error: Content is protected !!