ბადრი ნოდარის ძე საჯაია დაიბადა 1973 წლის 23 აპრილს გულრიფშის რაიონში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ბადრი საჯაია ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელი ბატალიონის პირადი შემადგენლობის რიგებში, დაზვერვის ოცეულის მზვერავად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ქალაქ სოხუმში, მდინარე გუმისთის მისადგომებთან წარმოებულ საომარ მოქმედებებში.
1993 წლის 24 სექტემბერს, ახალი დასახლების ტერიტორიაზე, პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობაში გამაგრებული მტრის წინააღმდეგ დაგეგმილი ოპერაციის განხორციელების დროს, რიგითი ბადრი საჯაია დაჭრილი თნამებრძოლის გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა და გარდაიცვალა.
დაკრძალულია საცხოვრებელი კორპუსის ეზოში.