სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბადრი თორდინავა

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ბადრი თორდინავა დაიბადა  1972 წლის  21 ივლისს  გულრიფშის რაიონში , დაბა დრანდაში. 1992 წელს ჩაირიცხა  საქართველოს  შეიარაღებული ძალების რიგებში,ქალაქ სოხუმში. სამშობლოს მოსიყვარულე,პატრიოტი ბიჭი  ყველა საბრძოლო მოქმედებაში  იღებდა მონაწილეობას . ოცნებობდა გამარჯვებული ქვეყანა ენახა  და საკუთარ სიცოცხლეს არად დაგიდევდათ.

1993 წლის  ივლისის დღეები ურთულესი აღმოჩნდა  აფხაზეთისთვის, ბრძოლები არ შეწყვეტილა  სოფელ შრომასთან. სწორედ,  აქ შეჩერდა  21 წლის  ასაკში  კიდევ ერთი ქართველი  ვაჟკაცის  გულისცემა. ბადრი თორდინავა  დაკრძალულია  გულრიფშის რაიონში, სოფელ  ქვემო ფშავის სასაფლაოზე.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული  მთლიანობისთვის ბრძოლაში  გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ბადრი თორდინავა,სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!