ბადრი ტრისტანის ძე ჩოფლიანი დაიბადა 1972 წლის 30 ოქტომბერს გულრიფშის რაიონ სოფელ საკენში . მე-7 კლასამდე სწავლობდა გენწვიშის საშუალო სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო და დაამთავრა სოხუმის მე-12 საშუალო სკოლა. სამხედრო სასწავლებლის მე-2 კურსის სტუდენტი იყო, როცა აფხაზეთში ომის ქარ-ცეცხლი დატრიალდა.
ბადრი ჩოფლიანი ომის პირველი დღეებიდანვე ჩადგა მამულის დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეში“.
1993 წლის 21 ივნისს ბადრი ჩოფლიანი დარჩვის მიდამოებთან (ტყვარჩელი) წარმოებული საბრძოლო ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ქორწინებაში არ ყოფილა. შვილები არ დარჩენია