ბაკურ ბიძინას ძე გიგლემიანი დაიბადა 1964 წლის 4 მაისს,დაამთავრა მესტიის რაიონის სოფელ წვირმის საშუალო სკოლა. 80-იანი წლებიდან გიგლემიანების ოჯახი სვანეთიდან საცხოვრებლად აფხაზეთში , ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში გადავიდა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს,ბაკურ გიგლემიანი, 1992 წლის ივლისიდან ირიცხებოდა ეროვნული გვარდიის მე-4 ბატალიონის მსროლელად. შემდეგ კი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონში. მონაწილეობდა არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებსა და ბრძანებებს.
ბაკურ გიგლემიანი დაიღუპა 1992 წლის 18 ოქტომბერს,ოჩამჩირის რაიონის სოფელ კოჩარაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს.