ბარდღა ბაგრატის ძე ქარაია დაიბადა 1934 წელს 4 ივნისს წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანში. 1946 წელს საცხოვრებლად აფხაზეთში, კერძდ, სოფელ ახალდაბაში გადავიდა. მუშაობდა სოფლის მეცხოველეობის ფერმაში. 1959 წელს დაოჯახდა. 1967 წელს სამუშაოს შესრულების დროს ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც მარცხენა ხელი დაკარგა. იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი. წლოვანებისა და ჯანმრთელობის მდგომარების მიუხედავად, 61 წლის ბარდღა ქარაია, სამშობლოს სადარაჯოზე დადგა და მთელი შემართებით დაუპირისპირდა აფხაზ ექსტრემისტებს. ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექნიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში.
ბარდღა ქარაია 1993 წლის 26 სექტემბერს საბრძოლო დავალების შესრულების დროს, სოფელ ახალდაბაში დაიღუპა.