სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

კვირა, თებერვალი 9, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-2 ბატალიონი

ელგუჯა გრიგოლის ძე ბენდელიანი დაიბადა 1970 წლის 20 ივლისს სოხუმის რაიონის სოფელ ლეკუხონაში.

ელგუჯა ბენდელიანი აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1992წლის 1 ნოემბრიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონში ყუმბარმტყორცნელად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ, მდინარე გუმისთის მისადგომებთან ჩატარებულ ყველა ოპერაციაში.

1993 წლის 17 მარტს ერთ-ერთი შემოტევისას ნაღმის აფეთქებისას დაიჭრა მარჯვენა ხელისა და ზურგის არეში და სექტემბრამდე სამკურნალოდ იმყოფებოდა.

1993 წლის 15 სექტემბერს საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა სოხუმს შემოვლითი გზებით შემოუტიეს. ბატალიონის პირველი ასეულის მებრძოლთა ჯგუფი სოფელ ოდიშში გადაისროლეს. მათ რიგებში იყო ელგუჯა ბენდელიანი.

ელგუჯა ბენდელიანი დაიღუპა 1993 წლის 19 სექტემბერს სოფელ ოდიშის მისადგომებთან, მტერთან შეტაკების დროს.

error: Content is protected !!