პაატა გელას ძე ბენდელიანი დაიბადა 1973 წლის 18 ნოემბერს სოხუმის რაიონის სოფელ კელასურში. კეთილშობილ ოჯახში აღრზდილი ვაჟკაცი ირგვლივ ყველას სიყვარულს და პატივისცემას იმსახურებდა. ახლადსკოლადამთავრებულ ჭაბუკს უამრავი გეგმა თუ ოცნება განუხორციელებელი დარჩა…
აფხაზეთში ომი დაიწყო და პაატამ უმალ ბრძოლის ველს მიაშურა, უკან გამოისტუმრეს, მაგრამ არ დაიშალა და გულანთებული ბიჭი თავისი კუთხის დასაცავად კელასურელ მებრძოლებს შეუერთდა. ეს პირტიტველა ბიჭი გმირობისა და მამაცობის მაგალითს იძლეოდა. კელასურელ მებრძოლთა გმირობა, გამძლეობა, ვაჟაკცობა ალბათ თაობიდან თაობას გადაეცემა. უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იცავდნენ ყოველ გოჯს მშობლიური მიწისას…
პაატა ბენდელიანი ირიცხებოდა მეორე საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის პირველ მოტომსროლელ ბატალიონში.
პაატა ბენდელიანი 1993 წლის 16 სექტემბერს აჩადარასთან გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის პაატა ბენდელიანი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.