სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ აკაკის ძე ბერია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-3 ბატალიონი

აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს უფროსი ლეიტენანტი ბესიკ ბერია, 1992 წლის 23 სექტემბრიდან, ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-3 ბატალიონის პირად შემადგენლობაში _ სადაზვერვო ოცეულის მეთაურად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში.

1993 წლის 16 მარტს, ქალაქ სოხუმზე მასიური შტურმის დროს, მტრის ცალკეულმა ჯგუფებმა სოფელ აჩადარაში შეძლეს ზოგიერთი ქართული პოზიციის გარღვევა. ერთ-ერთი ასეთი თორმეტკაციანი ჯგუფი ბესო ბერიამ  და მისმა ოცეულმა ალყაში მოაქცია. ორი მათგანი ტყვედ ჩაბარდა, დანარჩენი _ ლიკვიდირებულ იქნა. ბესიკ ბერია ამ ოპერაციის შესრულებისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ორი ტყვია მოხვდა თავსა და გულმკერდის არეში და ადგილზე გარდაიცვალა. ბრძოლის ველიდან თანამებრძოლებმა ( რეზო ქარდავამ და ავთო ქოიავამ) გამოიყვანეს.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის უფროსი ლეიტენანტი ბესიკ აკაკის ძე ბერია, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

 

error: Content is protected !!