სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ გიორგის ძე თორია

კატეგორია: 24-ე ბრიგადა, 240-ე ბატალიონი

ბესიკ  გიორგის ძე  თორია  დაიბადა  1968  წლის  26 იანვარს  გალის  რაიონის  სოფელ  გუდავაში.

1975-1985  წლებში  სწავლობდა  სოფელ  გუდავის  საშუალო  სკოლაში. 1986-1988  წლებში  მოიხადა  სამხედრო-სავალდებულო  სამსახური.  1989-1991  წლებში  მუშაობდა  გუდავის  ეთერზეთების  ქარხანაში.

აფხაზეთში  მიმდინარე   საომარი  მოქმედებების   დროს,  ბესიკ  თორია  ირიცხებოდა   საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  240-ე  ბატალიონში –  ჯავშანმანქანის მძღოლ-მექანიკოსად.  სათანადო  მომზადების  შემდეგ  , ბესიკს  საბრძოლო  ტანკი  და  მისი  ეკიპაჟი ჩააბარეს .  მონაწილეობდა  ყველა  იმ ოპერაციაში,რასაც  ბატალიონი  აწარმოებდა  სოფელ  ფოქვეშის  და   ოხურეის  მიმართულებით.

ბესიკ   თორია,  ფოქვეშ-ოხურეის  მიმართულებით  ჩატარებული  ოპერაციის  დროს, ეკიპაჟთან  ერთად  გმირულად  დაიღუპა.

error: Content is protected !!