სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ ხაზალია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, მე-5 ბატალიონი

ბესიკ ხაზალია დაიბადა 1965 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში. მოგვიანებით ხაზალიების ოჯახი საცხოვრებლად გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში გადავიდა. ბესიკმაც ამ სოფლის სკოლა დაამთავრა.

1992 წლის 14 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს, გულრიფშის ორი სოფელი _ ვლადიმეროვკა და განახლება გაერთიანდა და შეიქმნა ერთი ასეული. ამ ასეულისგან დაკომპლექტდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონი, რომლის მეთაურად დაინიშნა ვახტანგ კვაშილავა, ხოლო ერთ-ერთ ასეულს ბესიკ ხაზალია ხელმძღვანელობდა.

თანამებრძოლების გადმოცემით, ბესიკს სოხუმი დაცემის შემდეგაც არ დაუტოვებია და ბატალიონის დარჩენილ წევრებთან ერთად პოზიციას იცავდა. 29 სექტემბერს მშობლებზე ცუდი ინფორმაცია მოუვიდა. მათ განსაცდელში ვერ მიატოვებდა  და წასვლა გადაწყვიტა… თუმცა იქამდე ვერ მიაღწია, რადგან სოფელი უკვე მტრის ხელში იყო. იმავე დღეს, 29 სექტემბერს, ბესიკი ტყვედ აიყვანეს და მრავალსაათიანი დაკითხვის შემდეგ, 30 სექტემბერს,  დახვრიტეს. ბესიკმა შესაშური სულიერი სიმტკიცე და სამშობლოსადმი ერთგულება გამოიჩინა და გამძვინვარებულ მტერს არ დაუჩოქა, სიკვდილს ღირსეულად შეხვდა…

 

error: Content is protected !!