სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბესიკ თამაზის ძე აბულაძე

კატეგორია: 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი
ბესიკ თამაზის ძე აბულაძე დაიბადა 1971 წლის 25 აპრილს ქ. სოხუმში. სწავლობდა ბესლეთღის N 2 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1991 წელს ჩააბარა დონის – როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტში. იყო სპორტსმენი, ძიუდოისტი. იყო ნიჭიერი, ნაკითხი, სამშობლოს მიყვარული .
1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც დაიწყო აფხაზეთში საქართველოს ერთიანობის აღსადგენად, ბესიკმა თავი ვალდებულად ჩათვალა, მიეტოვებინა ინსტიტუტი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.  იგი ჩაეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ენ ბრიგადის 1-ლ ოცეულში.
1993 წლის 16 სექტემბერი. . .
თავზარდაცემი ამბავი სწარაფად გავრცელდა ქალაქში: საბჭოთა გენერალიტეტმა მშვიდობაზე შეთანხმება დაარღვია და ურიცხვი საბრძოლო ტექნიკა და ჯარით მდინარე გუმისთა გადმოლახა.
წავიდნენ. . . იმავე დღეს მოწინააღმდეგესთან პირვესავე შეტაკების დროს მტრის მიერ გასროლილი ჭურვის აფეთქების შდეგად სასიკვდილოდ დაიჭრა მამაცი ჯარისკაცი რიგითი ბესიკ აბულაძე.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში რიგით ბესიკ აბულაძეს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული 239-ე საზენოტო-საარტილერიო დივიზიონის მიერ წარმოებულ ყველა ძირითად საბრძოლო ოპერაციებში. იმ საბედისწერო დღეს ოცდარვა მებრძოლს მოუყარა თავი სამშობლოს მოყვარულმა ვაჟკაცმა. საქართველომ სხვა მრავალგულმხურვალე მამულიშვილთან ერთად, ეს ერთი მგზნებარე ვაჟკაციც დაკარგა.
ღამის ორ საათზე მალულად დაასაფლავეს  სოხუმის რაიონის სოფ. ბირცხის სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისთვის ბესიკ აბულაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
error: Content is protected !!