ბეჟან ნოდარის ძე უბილავა დაიბადა 1973 წლის 20 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალდაბაში. დაამთავრა ახალდაბის საშუალო სკოლა.
ბეჟან უბილავა 1993 წლის 7 მარტიდან ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მე-5 ბატალიონში. აქტიურად მონაწილეობდა სოფლების _ ათარა-აფხაზსკაიას, ათარა-არმიამსკაიას, კინდღის, ახალდაბის მიმართულებით განხორციელებულ საბრძოლო ოპერაციებში.
ბეჟან უბილავა დაიღუპა 1993 წლის 3 თებერვალს, ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს.