სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ორშაბათი, თებერვალი 10, 2025
29 °c
Tbilisi

სამშობლო უწინარეს ყოვლისა!

ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია

კატეგორია: 23-ე ბრიგადა, სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი
Location: აფხაზეთი

ბიჭიკო ბედიკოს ძე ახალაია დაიბადა 1958 წლის 27 მარტს.დრანდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სოხუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში.

1992 წელს მარტში ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ასეულის ზემდეგად. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში  აჩადარა, ტამიშსა და შრომა-ახალშენის მიმართულებით.

    1993 წლის 20 ივლისს ბიჭიკო ახალაია და მისი  თანამებრძოლები ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობისას ალყაში მოაქციეს,მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა ამ უთანასწორო ბრძოლაში პირადი შემადგენლობის 25 მეომარი დაიღუპა. მათ შორის ბიჭიკო ახალაიაც.

   საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის ბიჭიკო ახალაია სიკვდილის შემდეგ,დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

error: Content is protected !!